სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:35 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "დავიღალეთ, იდიოტის როლში გამოჩენა არ მოგვწონს!"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ „ატალანტასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ მსაჯებზე ისაუბრა.

„ნაპოლის“ „ატალანტასთან“ საეჭვო ვითარებაში გოლი არ ჩაუთვალეს, რითაც ანგარიში მის სასარგებლოდ 2:0 ხდებოდა, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა. სწორედ ამაზე გაბრაზდნენ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები და ანტონიო კონტეს ნაცვლად მედიასთან დირექტორმა ისაუბრა:

„დღევანდელ ეპიზოდებზე კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. რაც მოხდა, სირცხვილია. რამდენჯერმე უსამართლოდ მოგვექცნენ და არაფერი გვითქვამს, მაგრამ დავიღალეთ! არ მოგვწონს იდიოტის როლში გამოჩენა. არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მეორე გოლი უმიზეზოდ და VAR-ის გარეშე გააუქმდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ასეთი შეცდომები გადამწყვეტია. ეს არ არის ჩვენი მხრიდან წუწუნი, უბრალოდ, რაც მოხდა, სამარცხვინოა. გვინდა, რომ ყველაფერი სამართლიანად იყოს“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 26 ტურის შემდეგ 50 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091993