NBA-ში „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „მილუოკი ბაქსი“ 122:94 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და არასრულ 23 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„ტორონტოში“ საუკეთესო იმანუელ კიკლი იყო, რომელმაც 32 ქულა და 9 პასი მიითვალა, „მილუოკის“ კევინ პორტერმა 21 ქულით და 10 პასით ულიდერა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 23 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 25 თებერვალს, შინ „ოკლაჰომასთან“ გამართავს.







