NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" სტუმრად "ლოს ანჯელეს კლიპერსს" 111:109 დაამარცხა.
სამწუხაროდ გოგა ბითაძეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ქართველი ცენტრი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა შორის იყო. რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 3 ქულით იმარჯვეს, რაც მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო დესმონდ ბანე იყო, რომელმაც მატჩი 36 ქულით, 5 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო მეჯიქი" 30 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 25 თებერვალს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართავს.







