სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:00 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

"ბაიერნის" ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი "ბარსელონაში" მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მიუნხენში ის ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

"ინტერესი "ბარსელონას" მხრიდან? ამის შესახებ არაფერი გამიგია. "ბაიერნში" ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ახლა მთელი კონცენტრაცია ჩემს კარიერაზე მაქვს გაკეთებული, რადგან მსურს რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო", - განაცხადა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი "ბაიერნში" 2023 წლიდან გამოდის, ის მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 43 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089006