78 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი კიურასაოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ირკვევა გადაწყვეტილება თავად ადვოკაატმა ოჯახური მიზეზების გამო მიიღო.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას, ამიტომ ეს ბუნებრივი გადაწყვეტილებაა. ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ კიურასაო, იქაური ხალხი და ჩემი კოლეგები ძალიან მომენატრება. მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ჩემი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მივიჩნევ. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, პერსონალით და საბჭოს წევრებით, რომლებსაც ჩვენი სჯეროდათ", - განაცხადა დიკ ადვოკაატმა.
შეგახსენებთ, რომ კიურასაომ ადვოკაატის ხელმძღვანელობით საფეხბურთო ისტორია დაწერა და გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
წინასწარი ინფორმაციით, კიურასას მტავარი მწვრთნელის პოსტს ნიდერლანდელი ფრედ რუტენი დაიკავებს, რომელსაც სხვადასხვა დროს პსვ-ში, "ტვენტეში", "შალკეში" და "ფეინოორდში" უმუშავია.







