UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი MMA-ს ჟურნალისტ ნინა დრამას პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა "მანქანამ" საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.
"როდესაც ილია თოფურიას მომდევნო ორთაბრძოლა ოფიციალურად ჩაენიშნება, მასთან ესპანეთში ჩავალ და მოსამზადებელ პერიოდში დავეხმარები, თუმცა ილიამ შესაძლოა კემპი საქართველოში გაიაროს. ეს ყველაფერი თავად ილიამ მითხრა, როდესაც მასთან ვიყავი სტუმრად", -განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის თარიღიც და მეტოქეც. გავრცელებული ცნობებით, "მატადორი" ჯასტინ გეიჯის თეთრი სახლის ღონისძიებაზე დაუპირისპირდება.







