სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:14 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირომ კარიერა შესაძლო MLS-ში გააგრძელოს

უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, კაზემიროს გარემოცვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ფლორიდაში იმყოფებოდა, სადაც მის მომავალთან დაკავშირებით ვარიანტებს განიხილავდნენ. ბრაზილიელის დამატებით ყველაზე მეტად "ინტერ მაიამია" დაინტერესებული, ისინი კაზემიროს სერხიო ბუსკეცის შემცვლელად მოიაზრებენ და ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ბრაზილიელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო "მანჩესტერში" 2022 წლიდან თამაშობს, იქამდე კი "რეალში" და "პორტუში" უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151388