UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ბრიტანელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა დროებით ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან წაგებული ბრძოლა გაიხსენა. მან ვიდეო ანალიზის შემდეგ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მასაჯებს გეიჯისთვის, რომ ქულები დაეკლოთ ეს ბრძოლა ფრედ დასრულდებოდა.
"ბრძოლას ხელახლა ვუყურე და დარწმუნებული ვარ, რომ მესამე და მეხუთე რაუნდი უპრობლემოდ მოვიგე, ხოლო მსაჯებს დამსახურებულად რომ გეიჯისთვის ქულები დაეკლოთ ეს ბრძოლა ფრედ დასრულდებოდა და სულ სხვაგვარ შედეგს მივიღებდით", - განაცხადა პიმბლეტმა.
ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლის მიმდინარეობისას იყო მომენტი, როდესაც ამერიკელმა პიბლეტს თვალში თითი მოარტყა, სწორედ ამ მომენტზე ჰქონდა ბრიტანელს საუბარი და თვლის, რომ მსაჯებს ქულები უნდა დაეკლოთ.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის დროებით ქამარს დაეუფლა.







