უეფამ ლისაბონის „ბენფიკას“ ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანი დასაჯა, რომელიც მადრიდის „რეალთან“ ვერ ითამაშებს.
თუმცა, ეს საბოლოო სასჯელი არაა - უეფას საქმის გამოძიებას აგრძელებს და შეიძლება ფეხბურთელს უფრო მძიმე სანქცია დაეკისროს, მაგრამ ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, უეფამ გააქტიურა მე-14 მუხლი, რომლის მიხედვით პრესტიანს დროებითი დისკვალიფიკაციის სასჯელი გამოუტანა.
20 წლის არგენტინელი არ აღიარებს ბრალს და ამბობს, რომ ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ ბრაზილიელმა არასწორად გაიგო მისი სიტყვები.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორი ან საერთოდ იქნება თუ არა, საბოლოო სასჯელი. ფაქტია, რომ პრესტიანი მადრიდში გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვერ გავა.







