„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, სტეფანო ტაკონიმ ტურინული გრანდის ამჟამინდელი შემადგენლობა გააკრიტიკა.
როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს, რომელიც ახლა „იუვენტუსშია“, მომდევნო სეზონიდან „ბიანკონერის“ მაისურით აღარ იხილავს.
„ვიმედოვნებ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდება, რადგან ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ფიასკოს შემდეგ კი ასეთი ცვლილება სწორი იქნება: გამიხარდება, თუ მოედანზე ნანახი ზოგიერთ სახეს „იუვეს“ მაისურით აღარ ვიხილავ“, - თქვა ტაკონიმ.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო ტაკონი „იუვენტუსის“ ღირსებას 1983-1992 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.







