გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ნორვეგიული „ბოდო გლიმტი“ შეაქო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენაა.
„ბოდომ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ „ინტერი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო კლოპი ამბობს, რომ რასაც ეს კლუბი ახერხებს, დაუჯერებელია:
„ის, რასაც ისინი აკეთებენ, წარმოუდგენელზე უფრო მეტია. არავინ ელოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ, მით უმეტეს, იქ, სადაც ახლა არიან. „ინტერმა“ პრაქტიკულად მოიგო სერია A, მაგრამ „ბოლო გლიმტს“ შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. მათ იციან, რომ ფანტასტიკურ პოზიციაში არიან, მაგრამ უნდა დაელოდონ საბოლოო. ისინი ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ბოდო გლიმტს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ატლეტიკო“ დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ ფრე ითამაშა. ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, „იუვენტუსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
„ინტერი“ – „ბოდო გლიმტის“ საპასუხო მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.







