„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა „იფსვიჩთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა.
ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში გოლი არ გაუტანია, შეკითხვაც ამას ეხებოდა:
„რასაკვირველია, მისასალმებელი იქნება თუ სეზონის ბოლომდე გოლებს გაიტანს, მაგრამ მასზე დამატებით ზეწოლას არ ვახდენთ გოლის გამო. ისიც დადებითია, რასაც ჩაკვეტაძე მოედანზე გვთავაზობს“, - აღნიშნა სტილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდში“ 2023 წლიდან 95 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი ერთადერთი საგოლე პასი აქვს აქტივში.





