მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ განაცხადა, რომ „ბოდო გლიმტის“ ბარიერს თუ ვერ გადალახავენ, ეს მისი გუნდისთვის სამარცხვინო შედეგი არ იქნება.
„ფეხბურთში არაფერია სამარცხვინო. პატივი უნდა სცე მეტოქეს. უპატივცემულობა იქნება იმის თქმა, რომ გავარდნა ჩვენთვის სირცხვილი იქნება. ჩვენ კი „ბოდო გლიმტს“ პატივს ვცემთ, მათ სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგაც აჩვენეს, რა შეუძლიათ. პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეებს“, - აღნიშნა კივუმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ პირველი მატჩი სტუმრად 1:3 აქვს წაგებული და შინ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, რომ მატჩი დამატებით დროში მაინც გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ „ბოდო გლიმტს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ატლეტიკო“ დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ ფრე ითამაშა. ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, „იუვენტუსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
„ინტერი“ – „ბოდო გლიმტის“ საპასუხო მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.







