„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ „პარი სენ-ჟერმენი“ ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს იხდიდა.
თუმცა, „ბარსამ“ უარი თქვა და ტალანტი შეინარჩუნა, რომელიც ახლა გუნდის მთავარი ლიდერია:
„პარი სენ-ჟერმენმა ორი წლის წინ ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზა. ჩვენ უარი ვთქვით. ის 17 წლის იყო - ზოგიერთს ეგონა, რომ გიჟები ვიყავით“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალს „ბარსელონაში“ დღემდე 139 მატჩი აქვს ჩატარებული და 40 გოლი გაიტანა.







