ფეხბურთი

10:26 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ თოლორდავას გოლი ლიეტუვის ჩემპიონატში

ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში „კაუნო ჟალგირისმა“ „რიტერიაი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა ანტონ თოლორდავამ გოლი გაიტანა.

თოლორდავამ მეტოქის კარი 86-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა მეორეც გაიტანეს და სეზონი გამარჯვებით დაიწყეს.

ანტონ თოლორდავა მეორე სეზონია „კაუნოში“ თამაშობს, გასულ სეზონში 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე „თელავში“, ყარაგანდის „შახტიორსა“ და „რადნიჩკიში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177622