ფეხბურთი

11:12 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ძალიან შემტევი სტილით ვითამაშებთ.“ დიმარკო „ინტერისა“ და „ბოდო გლიმტის“ მატჩზე

„ინტერის“ მცველმა ფედერიკო დიმარკომ კომენტარი გააკეთა „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ. შეხვედრა დღეს, 24 თებერვალს გაიმართება მილანში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„ძალიან შემტევი სტილით ვითამაშებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი კონტრშეტევების მიმართ, რომლებმაც პირველ მატჩში ზიანი მოგვაყენა. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გოლების გატანასა და რაც შეიძლება სწრაფად ანგარიშის გათანაბრებაზე, გოლების გაშვების რისკზე ფიქრის ნაცვლად“, - ციტირებს ფედერიკო დიმარკოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველი მატჩი, რომელიც ნორვეგიაში გაიმართა, იტალიური კლუბის 3:1 მარცხით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16639