ფეხბურთი

12:46 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი „ორლანდო სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი MLS-ის კლუბ „ორლანდო სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს - გვამცნობს The Athletic.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. „ორლანდოს“ სპორტული დირექტორი რიკარდო მორეირა რამდენჯერმე იმყოფებოდა ესპანეთში გარიგების განსახილველად.

„ორლანდო“ იმედოვნებს, რომ თავდამსხმელს 26 მარტამდე, MLS-ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაიმატებს. თუ ამას გააკეთებს, გრიზმანი ხელფასის ჭერისგან გათავისუფლებული მოთამაშე გახდება.

თუმცა, ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ დატოვებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე არ გეგმავს. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი. კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169097