„ნიუკასლის“ თავდამსხმელმა ჯეიკობ მერფიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის „ყარაბაღთან“ მოახლოებული საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა. შეხვედრა სამშაბათს, 24 თებერვალს გაიმართება ნიუკასლში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. პირველი თამაში ინგლისური გუნდის გამარჯვებით 1:6 დასრულდა.
„სასიამოვნოა შინ დაბრუნება. ზედიზედ ოთხი ძალიან რთული გასვლითი თამაში გვქონდა და, ჩვენ გასსახდელში დაბრუნება ისეთი რამაა, რასაც ყველა მოუთმენლად ველით. შესანიშნავია, რომ ისევ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოვალთ და ჩვენს საშინაო სტადიონზე ვითამაშებთ. გვესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება და ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ უბრალოდ ბედნიერები ვართ დაბრუნებით“, - ციტირებს თავდამსხმელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვდრდი.







