„რივერ პლეიტმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მწვრთნელ მარსელო გალიარდოსთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. კლუბის ოფიციალურ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 50 წლის სპეციალისტი აღარ ხელმძღვანელობს გუნდს, რადგან ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ. გალიარდოს გათავისუფლების მთავარი მიზეზი გუნდის ცუდი შედეგები გახლავთ ამ სეზონში.
გალიარდოს ხელმძღვანელობით, „რივერ პლეიტმა“ 510 მატჩი ჩაატარა, 269 მოიგო, 128 ფრედ დაასრულა და 113 წააგო.. ამჟამად გუნდი აპერტურას B ჯგუფში მე-10 ადგილზეა. მედიის ცნობით, კლუბმა უკვე იპოვა გალიარდოს შემცვლელი. გუნდს ხორხე სამპაოლი უხელმძღვანელებს, რომელიც ცნობილია არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ისეთ კლუბებში მუშაობით, როგორებიცაა „მარსელი,“ „სევილია,“ „რენი,“ „სანტოსი,“ „ატლეტიკო მინეირუ“ და ჩილეს ეროვნული ნაკრები.




