პსჟ-სა და „მონაკოს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინა დღეს, თავდამსხმელი უსმან დემბელე და ნახევარმცველი ფაბიან რუისი პარიზული გუნდის ვარჯიშს არ დაესწრებიან. ამის შესახებ ფრანგული Canal+-ის ჟურნალისტმა ოლივიე ტალარონმა სოციალურ მედიაში განაცხადა.
თუმცა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ დემბელეს ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფის მეორე მატჩი ხვალ, 25 თებერვალს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
პირველი შეხვედრა, რომელიც მონაკოში 17 თებერვალს ჩატარდა, პარიზელების გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
წლევანდელი ტურნირის ფინალური შეხვედრა 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.







