ფეხბურთი

15:18 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ შესაძლოა მექსიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი გადადოს ქვეყანაში არეულობის გამო

ფიფა განიხილავს მექსიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის გადადების საკითხს ქვეყანაში დანაშაულის მკვეთრი ზრდის გამო. The Athletic-ის ცნობით, ფინალური ტურნირის მატჩებიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კვირას, 22 თებერვალს, მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია რუბენ ნემესიო ოსეგუერა სერვანტესის, იგივე „ელ მენჩოს“, დაკავების მიზნით, რომელიც ყველაზე დიდი კარტელის, „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიდერი იყო. ის მეხიკოში გადაყვანისას მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

საპასუხოდ, სულ მცირე რვა შტატის ათობით ქალაქში მანქანები დაწვეს, გზები დაბლოკეს და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. არეულობის გამო უკვე გადაიდო მამაკაცთა და ქალთა ეროვნული ჩემპიონატების რამდენიმე მატჩი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.187282