„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მონაკოსთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი რთულია და კონცენტრაცია ერთი წუთითაც არ უნდა დაკარგონ:
„ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის რთულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რათა გუნდს რაც შეიძლება კარგად დავეხმარო. ჩემს თამაშს მხოლოდ გოლებით ან საგოლე გადაცემებით არ ვაფასებ. მთავარია, რისი შეთავაზება შემიძლია მოედანზე. ბევრს ვმუშაობ, მტკიცე მხარდაჭერა მაქვს პერსონალისა და თანაგუნდელებისგან. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
ყოველთვის ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შრომა ყოველთვის გაძლევს საშუალებას, წინსვლა გააგრძელო, მოგების ან თუნდაც წაგების შემდეგ. სწორედ ეს გაიძულებს, მოედანზე კიდევ უფრო მეტად გამოიჩინო თავი. ბევრ ვიდეოანალიზს ვაკეთებთ, რათა ეს გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს. წინსვლისთვის მუდმივად საკუთარი თავის კითხვები უნდა დაუსვა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ.
ნამდვილად გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, ამიტომ ამ მატჩს სერიოზულად ვუდგებით, როგორც ყოველთვის. გვინდა, რომ ეს ტურნირი კიდევ ერთხელ მოვიგოთ, ამიტომ ამ თამაშს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. „მონაკო“ ძალიან კარგი გუნდია, დიდი ხარისხით. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები და დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ“, - თქვა დუემ, რომელმაც პირველ თამაშში დუბლი შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენს“ „მონაკოსთან“ პირველი მატჩი სტუმრად 3:2 აქვს მოგებული და საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, აშკარა ფავორიტია.







