ლისაბონის „ბენფიკას“ პრეზიდენტმა მანუელ რუი კოშტამ ჯანლუკა პრესტიანი დაიცვა, რომელსაც ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა ბრალდება.
როგორც ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, პრესტიანი არ არის რასისტი, თორემ „ბენფიკაში“ ვერ მოხვდებოდა.
„ცხადია, რომ ყველამ ვისაუბრეთ. ცხადია, რომ ყველასთან საუბარი შედგა. ეს სიტუაცია ყველასთვის არაკომფორტულია. ეს არაკომფორტულია კლუბისთვის და არაკომფორტულია იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც ჯვარს აცმევენ და გარწმუნებთ, რომ ის რასისტი ფეხბურთელი არ არის, თორემ „ბენფიკაში“ არ იქნებოდა.
ყველასთვის რთული კვირა იყო. ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: ვსაუბრობთ მოედანზე არსებულ სიტუაციაზე, სადაც თქვენ ყველაფერი იხილეთ, რაც მოხდა. ასე რომ, ეს არანაირად არ ამცირებს იმას, თუ რას წარმოადგენს „ბენფიკა“, როგორც ინკლუზიური კლუბი, როგორც ანტირასისტული კლუბი და ისეთი, რომელიც არასდროს დაუშვებს რასისტ ფეხბურთელებს თავის გუნდში. ეს არის ის, რაც ნათლად მინდა ვთქვა. მოედანზეც კი ხშირად ბევრი შეურაცხყოფა ისმის ორივე მხრიდან და დარწმუნებული ვარ, პრესტიანიც საკმაოდ შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. გვჯერა ჩვენი ფეხბურთელის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გარწმუნებთ, რომ ის რასისტი ადამიანი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ამას გაითვალისწინებდა და არ დავუშვებდი, რომ რასისტმა მოთამაშემ წარმოადგინოს „ბენფიკას“ ზომის კლუბი, რომელსაც თავისი არსით ანტირასისტული ისტორია აქვს. პრესტიანის რასისტს უწოდებენ, მაგრამ ის რასისტის გარდა ყველაფერია. ამის გარანტიას გაძლევთ“, - თქვა რუი კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა პრესტიანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვინისიუსი ამბობს, რომ მას არგენტინელმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. უეფა საქმეს იძიებს, ხოლო მანამდე, სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, პრესტიანი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც „რეალთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.







