ფეხბურთი

19:04 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "ვინისიუსი კარგადაა და ძალიან მოტივირებულია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ვინისიუსზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბენფიკასთან“ მატჩისთვის მზადაა და ძალიან მოტივირებულია:

„ვინისიუსი ძალიან კარგადაა, დიდი სურვილით. ძალიან მოტივირებულია ამ ტიპის თამაშისთვის. მას შემდეგ, რაც მე მოვედი, ის შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. გამორჩეულია. გვინდა, რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მას ძლიერი ხასიათი აქვს, ის ლიდერია. ის გვჭირდება“, - თქვა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა პრესტიანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვინისიუსი ამბობს, რომ მას არგენტინელმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. უეფა საქმეს იძიებს, ხოლო მანამდე, სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, პრესტიანი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც „რეალთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103214