სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:54 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კალანდაძემ "ვისლა" დატოვა და საქართველოში დაბრუნდა

„დინამო თბილისმა“ სანდრო კალანდაძე დაიმატა. პლოცკის „ვისლამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის მცველმა გუნდი დატოვა.

კალანდაძე „ვისლას“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოახერხა დამკვიდრება, მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, სახლში დავბრუნდი. ვეცდები, რომ გუნდს დავეხმარო და მიზნებს მივაღწიოთ. დინამო ყოველთვის უნდა იბრძოდეს და იბრძვის კიდევაც ტიტულებისთვის. წელს სამი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, ჯერ სუპერთასის, შემდეგ ჩემპიონატის და თასის. გუნდში ყველას ვიცნობ, არიან ახალი ფეხბურთელებიც, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა.

ნაკრებში, მათ შორის, ასაკობრივებში, ჩემი გზა დინამოდან დაიწყო. ვფიქრობ, დინამოდან პირველ რიგში უნდა ირჩეოდეს ფეხბურთელი, რადგან დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანია. მოტივაცია მაქვს, რომ ჯერ გუნდში გამოვიჩინო თავი და მერე ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე“, - თქვა სანდრომ.

სანდრო კალანდაძე მანამდე უნგრულ „ვიდეოტონში“ თამაშობდა, ხოლო „დინამო თბილისს“ კარგად იცნობს, სადაც 2020-2025 წლებში გამოდიოდა.

ახალგაზრდა მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164862