სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:34 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ემილ ჰესკი: "მინდა, რომ "ლივერპულში" სალაჰი კვარაცხელიამ შეცვალოს"

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა სურს.

ინგლისელი ამბობს, რომ სალაჰის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ უნდა დაასახელოს, რომელსაც ეგვიპტელის შემდეგ „ლივერპულში“ იხილავდა - კვარაცხელიაა.

„მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვიღაცამ მკითხა: „მოჰამედ სალაჰთან ერთად თამაში გენდომებოდა?“ ვუპასუხე, რომ ალბათ არა. ალბათ ტრენტთან [ალექსანდრ-არნოლდთან] ერთად თამაში მირჩევნია, რადგან ვიცი, რომ ის პასს მომცემს. მო პასს არ გააკეთებს, მოს გოლების გატანა სურს.

თუ მოჰამედ სალაჰის შეცვლაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებმა სხვანაირად უნდა შეხედონ საკითხს, რადგან სალაჰის შეცვლა შეუძლებელია. მახსოვს, ერთ სეზონში ვიღაცას ვესაუბრებოდი და მითხრა, რომ მოსს ცუდი სეზონი ჰქონდა. არადა, მან 25 გოლი გაიტანა. ძალიან მინდა, რომ ასეთი ცუდი სეზონი მქონოდა! მას 10 წელია სეზონში 20-30 გოლი გააქვს.

არამგონია, მო სალაჰი ჩაანაცვლოს, მაგრამ მომწონს პსჟ-ს ბიჭი, ხვიჩა კვარაცხელია. ის ჩემი საყვარელი მოთამაშე იქნებოდა“, - თქვა ჰესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. "ლივერპულში" უკვე თამაშობს ქართველი ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გუნდის მეორე მეკარეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172647