Sportitalia „მილანსა“ და ალეგრის შორის ურთიერთობის დაძაბულობაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შესაძლოა გამოცდილმა სპეციალისტმა "როსონერი" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.
როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, ტოსკანელი მწვრთნელი ბევრი რამით არის უკმაყოფილო: მენეჯმენტით, „მილანის“ სატრანსფერო ბაზრით და კლუბში ხელმძღვანელობის საკითხით.
სწორედ ამიტომ, როგორც მიკელე კრიშიტელო განმარტავს, ალეგრი სერიოზულად განიხილავს თავის მომავალს შემდეგი სეზონიდან: თუ აქამდე „მილანის“ 2026/2027 წლების სეზონში წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელი ჩანდა, დღეს, როგორც ამბობენ, მაქსი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიდის საქმეები.
ალეგრი ოთხეულში მოხვედრასა და „როსონერის“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაზეა ორიენტირებული, თუმცა თუ გარანტიებს და ნდობას არ მიიღებს, მას აღარ აქვს სრულად გადაწყვეტილი, რომ მომდევნო სეზონშიც „მილანში“ იმუშაოს. და ბოლოს, Sportitalia განმარტავს, რომ მენეჯმენტის ორ მთავარ ფიგურასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ჯორჯო ფურლანისთან ალეგრის ურთიერთობა ისეთი მყარი აღარ არის, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „მილანი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდი სერია A-ში 26 ტურის შემდეგ 54 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო იტალიის თასს მერვედფინალში გამოეთიშა.







