ფეხბურთი

23:56 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სორლოთის ბენეფისით "ატლეტიკო" მერვედფინალში გავიდა

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. დიეგო სიმეონეს გუნდმა პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ბელგიური „ბრიუგე“ 4:1 გაანადგურა.

თუმცა, „როხიბლანკოსთვის“ თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში საქმე ასე მარტივად არ იყო. თავიდანვე ვთქვათ, რომ პირველი მატჩი ბელგიაში ფრედ, 3:3 დასრულდა.

მადრიდში, „ატლეტიკო“ ალექსანდერ სორლოთის გოლით 23-ე წუთზე დაწინაურდა, რასაც მალევე ჟოელ ოროდონესმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა, რომელშიც კლასმა და გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ჯენი კარდოსომ მეორედ დააწინაურა ესპანელები, რასაც მატჩის მიწურულს სორლოთის კიდევ ორი გოლი მოჰყვა. ნორვეგიელისთვის ბენეფისი გამოდგა - ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ატლეტიკოს“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. „ატლეტიკომ“ ამავე სტადიაზე ასევე პირველად გაიტანა ორ მატჩში 7 გოლი (ერთ გუნდთან).

„ატლეტიკო“ მერვედფინალში „ლივერპულს“ ან ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდება.

„ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 სორლოთი (23), 1:1 ორდონესი (36), 2:1 კარდოსო (48), 3:1 სორლოთი (76), 4:1 სორლოთი (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174869