ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში შესაძლოა „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ გამოტოვს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი მარცხენა მუხლის არეში ტკივილს განიცდის, რის გამოც „ბენფიკასთან“ მოედანზე მისი გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ითამაშებს თუ არა კილიანი.
მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო ყველა ტურნირის ეგიდით 33 თამაშში 38 გოლი გაიტანა.







