ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „იფსვიჩ თაუნს“ დაუხვდა და მორიგი მარცხი განიცადა.
სტუმრებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და 2:0 იმარჯვეს. გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, რადგან შესვენებაზე შეცვალეს.
საბა გოგლიჩიძე განაცხადშიც არ იყო, სავარაუდოდ, ქართველ მცველს მცირე დაზიანება აქვს და არ გარისკეს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს 18 მატჩში გოლი არ გაუტანია და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, საბა გოგლიჩიძის აქტივში კი 3 მატჩია.
„უოტფორდი“ 34 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 თებერვალს, „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრება.







