მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბოდო გლიმტთან“ მარცხის (1:2, ორი მატჩის ჯამში 2:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც რუმინელმა სპეციალისტმა თქვა, ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტუნარიანობა ვერ აჩვენეს და დამსახურებულად გავარდნენ:
„თავიდანვე ყველაფერი ვცადეთ. ისინი ძალიან ორგანიზებულები იყვნენ, 10 ფეხბურთელით იცავდნენ თავს. ბიჭების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ისინი ცდილობდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ და ცდილობდნენ პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნას, მაგრამ ვერ შეძლეს. შემდეგ მეორე ტაიმში მათ რაღაც შექმნეს და ორი გოლი გაიტანეს.
იმედგაცრუებაა, მაგრამ მათ ჩვენზე ბევრად მეტი ენერგია აქვთ და იმსახურებდნენ მომდევნო ეტაპზე გასვლას.
მიზანია კონკურენტუნარიანი ვიყოთ, ყოველთვის ვამბობდით ამას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაში ამის გაკეთება ვერ შევძელით. კარგად დავიწყეთ, ზედიზედ ოთხი მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ქულა დავკარგეთ კარგი თამაშის მიუხედავად. ამტურნირზე ვიცით, რომ დონე მაღალია: თუ არ ხარ მყარი ან კონცენტრირებული, პირველივე შეცდომისთანავე მეტოქე დაგსჯის.
ყოველ სამ დღეში თამაშისას ენერგიის პოვნა რთულია. შესაძლოა, შეგვეძლო უკეთ განვითარება და შეტევა, მაგრამ მე არაფერი მაქვს საყვედურო ბიჭებისთვის. გვინდოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, ვფიქრობდით, რომ კონკურენტუნარიანი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლო სამ თვეში ოთხი კარგი თამაში ჩაატარეს. ახალ გვერდს ვხსნით, წინ მივდივართ, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა“, - თქვა კივუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი „ბოდო გლიმტი“ მერვედფინალში „მანჩესტერ სიტის“ ან „სპორტინგს“ შეხვდება.







