ფეხბურთი

15:30 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბარელა: "მერვედფინალში "ლივერპულთან" 90-ე წუთზე პენალტის გამო ვერ მოვხვდით"

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბოდო გლიმტთან“ მარცხის (1:2, ორი მატჩის ჯამში 2:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

თუმცა, ბარელამ გაიხსენა ფაზის ეტაპზე „ლივერპულთან“ მატჩი, რომელიც ბოლო წუთზე წააგეს და დაკარგული ქულა გუნდს იმად დაუჯდა, რომ ფაზის ეტაპი ტოპ 8-ში ვერ დაასრულა, რაც პირდაპირ მერვედფინალში გაიყვანდა.

„ანგარიში უნდა გაგვეხსნა, რაც ვერ შევძელით. ვულოცავ, მათ კარგად ითამაშეს, ორივე მატჩი მოგივეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს. ტოპ 8-ში ერთადერთი ქულის გამო ვერ მოვხვდით, რომელიც 90-ე წუთზე პენალტით დავკარგეთ, ფეხბურთი ასეთია. ამიტომ, კიდევ ორი თამაში და ნორვეგიაში გამგზავრება მოგვიწია. იმედგაცრუება არსებობს, რადგან ყველა ფრონტზე ბრძოლა გსვურდა“, - თქვა ბარელამ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონობაზე სრულად კონცენტრირება შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09097