ფეხბურთი

11:20 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბოდო გლიმტის" მწვრთნელი: "გვინდა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიოთ"

„ბოდო გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კიეტილ კნუტსენმა „ინტერთან“ გამარჯვების (2:1 - ორი მატჩის ჯამში 5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, სურთ, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიონ:

“ფანტასტიკური საღამო იყო. არ ვიცი, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ყოველთვის ჩვენი გზით უნდა გავაკეთოთ საქმეები, გვინდა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიოთ.

ჩვენს მოედნის საფარზე ბევრი საუბრობს. ბევრი გუნდის მსგავსად ჩვენც სახლში უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე სტუმრად, მაგრამ ბუნებრივ საფარზეც ვვარჯიშობთ და ასეთ საფარზეც შეგვიძლია კარგად თამაში. ხელოვნურ საფარზე ეს დისკუსია ჩვენ არ შეგვიქნია“, - თქვა კნუტსენმა.

შეგახსენებთ, რომ „ბოდო გლიმტს“ 25 ნოემბრის მერე არ წაუგია, როცა საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 2:3 დამარცხდა. მას შემდეგ, შინ „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაამარცხა, სტუმრად „ატლეტიკო“ და „ინტერი“, ხოლო „დორტმუნდთან“ ფრეს გამორჩა. ნორვეგიული გუნდის მეტოქე მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ ან „სპორტინგი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186795