NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა და 107:116 დამარცხდა.
მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც, თუმცა მეორე და მესამე პერიოდი "ოკლაჰომამ" მაღალ დონეზე ჩაატარა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15:28 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 3 ქულას, 2 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 34 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 26 თებერვალს "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.







