დღეს სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,ვალიდ რეგრაგიმ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ. ფედერაციის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეგრაგისთან თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ცნობები შესაძლო დაძაბულობისა და მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ფედერაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ცვლილება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რეგრაგი მაროკოს ნაკრებს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, სადაც მაროკო გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული შედეგი აფრიკის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.







