27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით უზბეკეთში, ტაშკენტის გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც სოლიდური შემადგენლობით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ტატამიზე ბრუნდება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის დაბრუნებასაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გამოეხმაურა.
"ტაშკენტში იასპარეზებს ფენომენი ლაშა ბექაური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც უკვე ორ წელიწადში ლოს-ანჯელესში მესამე ოლიმპიური ტიტულის მოპოვებას შეეცდება. მან ბოლოს 2025 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემზე იასპარეზა და წარმატებითაც. როდესაც ბექაური ტატამიზე გადის ყველას მოლოდინები იზრდება, ასე, რომ მის დაბრუნებას ყველანი მოუთმენლად ველოდებით", - წერია სტატიაში.
ლაშა ბექაურთან ერთად ტურნირზე ჩვენი ნაკრები შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:
მათე გოგობერიშვილი (-60კგ), ლუკა გადელია (-60კგ), ლაშა ნადირაძე (-66კგ), თემურ ნოზაძე (-66კგ),მიხეილ ბახბახაშვილი (-73კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (-73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე ( -81კგ), ირაკლი ბეროშვილი (-81კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ),ლაშა ბექაური (-90კგ), ონისე სანებლიძე (-100კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ),საბა ქარდავა (+100კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ).







