სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:30 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოდან ჩინეთში: ბუბაქარ კონტემ "დილა" ოფიციალურად დატოვა

გორის "დილა" მალელმა ნახევარმცველმა ბუბაქარ კონტემ დატოვა და კარიერას ჩინეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "ბენჯინგ გოანში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად გორული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, გორული კლუბი აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ 650 000 ევროს მიიღებს, რაც ტეირი გეილის(800 000) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "დილაში" 2 სეზონი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად სუპერთასის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

საერთო ჯამში მალელმა ნახევარმცველმა გორული კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 81 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160154