სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:13 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ნაკრებისა და "ვილიარეალის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში "ვილიარეალის" მაისურით 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიქაუტაძემ "ესპანიოლის", "ხეტაფეს" და "ლევანტეს" კარი დალაშქრა.

ყველაფერთან ერთად აღნიშნული ფაქტი ორმაგად სასიხარულოა საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულთათვის, რადგან მიქაუტაძეს FC 2026-ში (Ultimate mode-ში) სპეციალური ქარდი გამოუვა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ვილიარეალს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176777