მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კილიან მბაპე ლისაბონის "ბენფიკასთან" დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. ფრანგი თავდამსხმელი სამატჩო განაცხადში არაა.
მბაპეს მარცხენა მუხლის პრობლემა აქვს, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, თვეების განმავლობაში აწუხებდა და ტკივილს გრძნობს. "სამეფო კლუბი" რისკზე არ წავა და კილიანი დაისვენებს.
კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო ყველა ტურნირის ეგიდით 33 თამაშში 38 გოლი გაიტანა.







