ხოსე ლუის ჩილავერტმა „ბენფიკას“ ფეხბურთელ ჯანლუკა პრესტიანის მხარდაჭერა გამოუცხადა, მან ვინისიუსი და კილიან მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა.
„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ჩილავერტის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი რამის თქმა არ შეიძლება, მით უფრო, ვეტერანი ფეხბურთელისგან.
„ეს კომენტარი სავალალოა. ასეთი რამის თქმა არ შეიძლება, ასეთ რაღაცებს დღევანდელ სამყაროში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ყოფილი კოლეგა ამბობს“, - თქვა კურტუამ ჩილავერტის საპასუხოდ.
თავის მხრივ, პარაგვაელმა მეკარემ ბელგიელს პასუხი გასცა:
„კურტუამ თანაგუნდელს, დე ბრუინს შეყვარებული წაართვა და ამბობს, რომ მსოფლიოში რასიზმი არ უნდა არსებობდეს? მბაპემ პრესტიანის რასისტი ნაძირალა უწოდა... სამხრეთ ამერიკაში ოჯახის ღირებულება და მხარდაჭერა მთავარია. გარდა ამისა, კურტუამ ფეხით თამაში უნდა ისწვალოს, საჯარიმო დარტყმების და პენალტების შესრულება. ის ჩვეულებრივი მეკარეა“, - უპასუხა ჩილავერტმა.







