სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:48 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" კრისტიან კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანის „ინტერი“ მთავარ მწვრთნელ კრისტიან კივუს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, რუმინელი სპეციალისტი ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმებს. მას ხელფასიც გაეზრდება.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას 1/16 ფინალში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ მარცხით (1:3, 1:2) გამოეთიშა, მაგრამ როგორც ჩანს, კივუს ნდობას უცხადებენ.

„ინტერი“ პარალელურად სერია A-ში შესანიშნავია, სადაც სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092927