ფეხბურთი

22:17 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრესტიანიმ "რეალზე" სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა

„ბენფიკას“ არგენტინელი ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანი, რომელიც ამჟამად უეფას მიერ დროებით დისკვალიფიკაციას იხდის, ახალი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

პრესტიანიმ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად გამოთქვა აღშფოთება მისი დისკვალიფიკაციის და მიმდინარე გამოძიების გამო და შესაბამისი სტრუქტურები „სამეფო კლუბის“ მიმართ ღიად მიკერძოებაში დაადანაშაულა.

„გამოდის, რომ შეგიძლია მოწინააღმდეგეს ბურთის გარეშე დაარტყა და სასჯელი არ იქნება. მტკიცებულებების გარეშე დასჯაც შესაძლებელია, როგორც ხედავთ. ისინი აღარც კი ცდილობენ დამალონ თავიანთი კავშირი „რეალთან“. რა სირცხვილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს მკვეთრი თავდასხმა მყისიერად გავრცელდა ინტერნეტში, რამაც გამოიწვია მძაფრი რეაქცია. თუმცა, გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, სკანდალური პოსტი მოთამაშის გვერდიდან წაიშალა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ბენფიკას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პრესტიანი „რეალთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176639