სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:18 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა თავისი მემკვიდრე დაასახელა: "მასში საკუთარ თავს ვხედავ, ყველაზე მეტად მგავს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დაასახელა მეკარე, რომელიც მისი აზრით, თამაშის მანერით და ხასიათით მას ჰგავს.

ბუფონის აზრით, ასეთი ბერგამოს „ატალანტას“ კარის დარაჯი მარკო კარნეზეკია, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად პროგრესირებს.

„ჩემს თავს მარკო კარნეზეკიში ვხედავ. ჩემსავით, მასაც მოედანზე ყოფნისას თავდაჯერებულობა და ოდნავ ამპარტავანი მანერა აქვს“, - უთხრა იტალიურ მედიას ლეგენდარულმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ სწორედ კარნეზეკის აქტიურად უკავშირებენ და არაა გამორიცხული, 25 წლის მეკარე ზაფხულიდან სწორედ ტურინულ გრანდში გადავიდეს.

მარკო კარნეზეკი 2023 წლიდან „ატალანტაში“ თამაშობს, რომლის მაისურით დღემდე 111 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მანამდე „კრემონეზეს“ და „ტრაპანის“ წევრი იყო. კარნეზეკი იტალიის ნაკრებში მესამე მეკარეა და ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094629