ფეხბურთი

2:00 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, "პარი სენ-ჟერმენი" მერვედფინალშია

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

პსჟ-მ „მონაკოსთან“ სტუმრად პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა (3:2) შინ შეინარჩუნა, თუმცა, ძალიან გაუჭირდა.

პირველი ტაიმი მონეგასკებმა მოიგეს მაგნის აკლიუშის გოლით. მეორე ტაიამის სტარტზე მამადუ კულიბალიმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და „მონაკო“ 58-ე წუთიდან მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რამაც პსჟ-ს საქმე გაუადვილა.

ორ წუთში მარკინიოსმა მოახერხა გათანაბრება, ხოლო 66-ე წუთზე კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელმაც მეკარის მოგერიებულს ახლო მანძილიდან დაამატა. 91-ე წუთზე სტუმრებმა ჯორდან ტეზეს გოლით გაათანაბრეს, თუმცა, ეს „მონაკოს“ მაქსიმუმი გამოდგა. ფრე 2:2 და ორი მატჩის ჯამში 5:4 პარიზელთა სასარგებლოდ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება, ეს წილისყრის შედეგად 27 თებერვალს გაირკვევა.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „მონაკო“ 2:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 5:4

გოლები: 0:1 აკლიუში (45), 1:1 მარკინიოსი (60), 2:1 კვარაცხელია (66), 2:2 ტეზე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162271