„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოსთან“ გოლისა და მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, „მონაკო“ კარგი გუნდია და ადვილი თამაში არ იყო. კვარასთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პსჟ-ს მეტოქე მომდევნო ეტაპზე:
„ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გოლი გავუშვით. გოლამდე ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ „მონაკო“ ძალიან ძლიერი გუნდია შეტევაში. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობენ, ამიტომაც სახიფათონი იყვნენ. მათ გაიტანეს გოლი, მაგრამ ვფიქრობ, მეორე ტაიმში ძალიან კარგად დავბრუნდით თამაშში. შემდეგ კი, ბოლო 15 წუთში ისევ გავუშვით გოლი და ამის შემდეგ თამაში ცოტათი შეიცვალა. თუმცა მთლიანობაში, მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, ასე რომ, ყველაფერი ნორმალურადაა.
როცა ვაგებდი, რა თქმა უნდა, ვხედავდით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, დღეს ბევრ რამეს წყვეტდა ის, რა მდგომარეობაში ვიყავით წინა თამაშის შემდეგ. ერთ მომენტში თავდაჯერებულობა დავკარგეთ, მაგრამ გასახდელში მწვრთნელი რომ დაგველაპარაკა, ამის შემდეგ ძალიან დიდი მოტივაცია მივიღეთ და ისევ კარგად ვითამაშეთ.
„ჩელსი“ თუ „ბარსელონა“? ორივესთან თამაში შეგვიძლია, ვნახოთ, რომელი იქნება მზად ამ მატჩისთვის, რა თქმა უნდა, ვნახოთ, რომელს შევხვდებით“, - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს წილისყრის შედეგად გაირკვევა „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება თუ „ჩელსი“.







