ფეხბურთი

3:27 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "რთული მიზანია, მაგრამ ყველა ტურნირის მოგება გვინდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, პსჟ მზადაა შემდეგი ეტაპისთვის და ნებისმიერ გუნდთან თამაში შეუძლიათ:

„დავიმსახურეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ რთული იყო. პირველი ტაიმის შედეგის გამო რთული მატჩი იყო. როდესაც სიზუსტეს კარგავ, დონესაც კარგავ. კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, რაც პირველი ტაიმის შემდეგ გავაკეთეთ.

თუ ამ ტურნირში არის ერთი გუნდი, რომელსაც ყველაზე ცუდი კალენდარი ჰქონდა, ეს ჩვენ ვართ. თუ არის ერთი გუნდი, რომელიც მზადაა შემდეგი ეტაპისთვის, ეს ჩვენ ვართ. მზად ვართ ამ მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, გვინდა გაუმჯობესება, მაგრამ არსებობს მეტოქეც. შემდეგი მატჩები „ბარსელონას“ ან „ჩელსის“ წინააღმდეგ უფრო ადვილი იქნება...

„ჩელსი“ თუ „ბარსელონა“? პასუხი ძალიან მარტივია: მინდა „ჩელსი“ ან „ბარსელონა“. და მინდა პირველი მატჩი სახლში ვითამაშოთ. მზად ვართ, ნებისმიერ გუნდს დავუპირისპირდეთ სეზონის ბოლომდე სამი თვე დარჩა და გვსურს, მოვიგოთ ყველა ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობთ. თუმცა, ძალიან რთული მიზანია“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს წილისყრის შედეგად გაირკვევა „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება თუ „ჩელსი“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1699