ფეხბურთი

10:26 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ... - “ დუე „მონაკოს“ წინააღმდეგ გაშვებულ მეორე გოლზე

პსჟ-ს თავდამსხმელმა დეზირე დუემ კომენტარი გააკეთა გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „მონაკოს“ წინააღმდეგ (2:2) გაშვებულ მეორე გოლზე.

„რა თქმა უნდა, როდესაც მათ გაიტანეს და ბოლო შანსი ჰქონდათ, დაძაბულობამ იმატა, ძალიან შეგვეშინდა. მაგრამ ჯამში, კვლავ კარგად გავაკონტროლეთ ვითარება, გუნდურობა გამოვავლინეთ და გავიმარჯვეთ“, - ციტირებს დუეს სიტყვებს France24.

პსჟ-მ „მონაკო“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

წლევანდელი გათამაშების ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093491