მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ გუნდის ესპანელი მცველის, რაულ ასენსიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს დეტალები გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის „ბენფიკასთან“ საპასუხო მატჩის 77-ე წუთზე „რეალის“ მცველმა ტრავმა მიიღო. მას შეცვლა დასჭირდა და მოედანი საკაცით დატოვა.
„როგორც ჩანს, ასენსიოს ტრავმა არც ისე სერიოზულია. ეს კისრის ტრავმაა“, - ციტირებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო არბელოას სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.
აღსანიშნავია, რომ ასენსიო შეტევის დროს მოწინააღმდეგე ნახევარზე ჰაერში თანაგუნდელ ედუარდო კამავინგას შეეჯახა. ფრანგი კარგად არის, მაგრამ ესპანელი ავსტრიელმა დავიდ ალაბამ შეცვალა.







