ფეხბურთი

11:45 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაის“ თავდამსხმელი ოსიმენი: „ვიცოდი, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ჩვენს ცხოვრებას კოშმარად აქცევდნენ“

„გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „იუვენტუსთან“ გამარჯვებისა და მერვედფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდი, რომ დღეს საღამოს ასე იქნებოდა – ვიცნობ ამ გუნდს და ამ სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს. ვიცოდი, რთული იქნებოდა, „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ჩვენს ცხოვრებას კოშმარად აქცევდნენ. მადლობა ასევე „გალათასარაის“ გულშემატკივრებს“. მეც მოვისმინე მათი სიტყვები და არ გვინდოდა, ისინი შინ იმედგაცრუებულები დაბრუნებულიყვნენ. ეს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი“, - ციტირებს ოსიმენის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

პირველი მატჩი გალათასარაის გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა. საპასუხო მატჩი ტურინული კლუბის გამარჯვებით - 3:2. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა კლუბმა ორი გოლი ათი კაცით თამაშისას გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.207354