ფეხბურთი

12:18 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაის“ მწვრთნელი ბურუქი: „მთავარია მერვედფინალში გავედით“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა ოკან ბურუქმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში იტალიური იუვენტუსის წინააღმდეგ შეხვედრაზე ისაუბრა (2:3). ორი მატჩის ჯამში თურქული კლუბი შემდომ ეტაპზე გავიდა.

„დღეს ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. ბედნიერები ვართ გამარჯვებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება. აქ დიდი უპირატესობით მოვედით, რომლის შენარჩუნებაც გვჭირდებოდა (პირველი მატჩი 5:2) , მაგრამ ვერ შევძელით. პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს ბურთის კონტროლი გაგვიჭირდა და ვერმოვახერხეთ გასული კვირის მსგავსად იმავე დონეზე თამაში.

გაგვიჭირდა მაშინაც კი, როდესაც „იუვენტუსი“ ათი კაცით დარჩა. მათმა ფლანგელებმა შესანიშნავად ითამაშეს და დიდხანს დაცვაში ყოფნა გვაიძულეს. ტაიმის შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს მეტი თავშეკავება ვთხოვე, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდურად მოვახერხეთ. შეგვეძლო ბევრად უკეთ გვეთამაშა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მერვედფინალში გავედით“, - ციტირებს ბურუქის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092576